„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას,  ომი აღარ იქნება,  უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება – ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სასტიკ ომს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაეიენი ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება.

საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია.

„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება.  დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის.  დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება არ იტყვის საბოლოო სიტყვას უკრაინაში“, – განაცხადა  პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები