რუსეთი უკმაყოფილოა რომ მის მოქალაქეებს საქართველოში შესვლაზე ხშირად უარს ეუბნებიან

რუსეთის გენერალური საკონსულო, რომელიც თურქეთში მდებარეობს და საქართველოსაც ფარავს, უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე ხშირ შემთხვევებში უარს ეუბნებიან.

„ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრითაა დასაბუთებული. უარის მიზეზი არ განიმარტება. რუსეთის მოქალაქეთა შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებნი, ასევე ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.

საუბარია ავტომანქანით გადმომსვლელებზე, რომლებიც თურქეთში პირადი ავტომობილით ჩავიდნენ.

„მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს“, – აცხადებენ საკონსულოში და საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ.

მსგავსი თემები