რუსეთი უნგრეთში ბირთვულ რეაქტორებს ააშენებს

უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორია აშენდება. მშენებლობას რუსული ატომური ენერგიის კომპანია “როსატომი“ იწყებს. მშენებლობას უნგრული მხარე უვე დასთანხმდა.

„დაიწყოს მშენებლობა! ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცავთ უნგრელებს ელექტროენერგიის ფასების თავაწყვეტილი რყევებისგან“, – აცხადებს უნგრეთის საგარეო მინისტრი პიტერ სიიარტო.

პროექტი 12.5 მილიარდი ევროს ღირებულებისაა და  პროექტს რუსეთი აფინანსებს.

 

მსგავსი თემები