„დიდი ხნის უკან ავიღებდი კიევს“ – რამზან კადიროვი

„პუტინის ბრძანება რომ ყოფილიყო, კიევი აქამდე აღებული იქნებოდა“ – აღნიშნულ გზავნილს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ავრცელებს და კიევის მიმართ პუტინის ჰუმანურობაზე საუბრობს.

„პირადად მე, დიდი ხნის უკან  ავიღებდი კიევს,  პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა. ზელენსკი და მისიანები კი უკვე სარდაფში იქნებოდნენ დაკითხვაზე. ამიტომ, მადლობა პუტინს, რომ არ მოგვცა კიევის აღების საშუალება”, – აცხადებს კადიროვი.

მისი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ევროპასთან ომის გეგმა დიდი ხნის წინ ჰქონდა. უკრაინის სრულად ასაღებად კი მხოლოდ პუტინის სურვილია საჭირო.

მსგავსი თემები