ყირიმის მორგები და საავადმყოფოები სავსეა  

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის მორგები და საავადმყოფოები რუს ჯარისკაცებს ვერ იტევს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში აცხადებს, უკრაინის სამხრეთით დაჭრილი და გარდაცვლილი რუსი სამხედროები სწორედ ნახევარკუნძულზე მიჰყავთ.

როგორც ტამილა ტაშევა აცხადებს, ქალაქ ჯანკოეში სამოქალაქო თითქმის არ უშვებენ.

„სამედიცინო ინფრასტრუქტურა ქალაქ ჯანკოიში, არმიანსკში, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში, მთლიანად რუსი სამხედროების მომსახურებისთვის გამოიყენება. სხვას არავის უშვებენ. სავსეა როგორც კლინიკები, ისე მორგები“ – აცხადებს პრეზიდენტის წარმომადგენელი.

 

მსგავსი თემები