ლუკაშენკოს განცხადებით,  ბელარუსულ თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განხადებით, რომ ბელარუსულ სამხედრო თვითმფრინავებს Su-24“-ებს  ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. მისი თქმით, მან აღნიშნული საკითხი ვლადიმერ პუტინთან განიხილა.

„მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსული თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას განვახორციელებდით, რათა მათი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა მომხდარიყო. ყველაფერი მზად არის“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო დასავლეთს აფრთხილებს, რომ ბელარუსი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს.

,,ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ასევე ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები