,,ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი  აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა.

,,მთელი ეს საუბარი ნატო-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე, მხოლოდ ომის დამნაშავეების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამართლებაა. ნატო ან “ბიოლაბორატორიების” გაყალბება – ეს მედიისთვის საბაბია. ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა,”- წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”.

მსგავსი თემები