,,როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს ნიშნავს, რომ გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა”- ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანი  „ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ, როდესაც ელჩს რაიმეში ადანაშაულებ, ეს მხოლოდ პერსონალური საკითხი არ არის და კონკრეტული ბრალდებების გახმოვანებაა მისი წარმომადგენელი ქვეყნის მიმართ.

,,როცა ელჩს რაიმეში ადანაშაულებ, ეს პერსონალური არ არის, მისი წარმომადგენელი ქვეყნის დადანაშაულებაა. როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ მას საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა. ანუ იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უნდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა. ეს ყველაფერი აქამდე დადის, რაც ღიმილისმომგვრელია. ასეთი განცხადებები ამერიკის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებს ვერ შეცვლის. ვიცით, ქვეყანაში პროდასავლური განწყობა რამდენად მაღალია და ამ ოთხეულის მცდელობა სერიოზულ ხარვეზებს ვერ წარმოქმნის”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

,,აშშ-ის ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები