,,საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო”- რატი იონათამიშვილი

,,საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ მხოლოდ 41-ე დღეს განაცხადეს, მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ფალსიფიკაციას მიაგნო.

„ვიცით, რომ მათი მხრიდან ეს მხოლოდ 41-ე დღეს მოხდა და თან მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ არგუმენტები წარუდგინა საზოგადოებას. ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა – მექანიკური. რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, მათ წერილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

,,აშშ-ის ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები