,,ომი მეოთხე ეტაპზე გადავიდა, რომელიც ორ-სამ თვეს გაგრძელდება”- ალექსეი არესტოვიჩია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეოთხე ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, ომის მეოთხე ეტაპი ზამთრამდე – ორიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

,,ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები ადგილზე დადგებიან და დაარტყამენ ერთმანეთს, რაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ დარტყმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს HIMARS-ები და მათ არა,” – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის განმარტებით, მეოთხე ეტაპს წინ უძღოდა სამი ეტაპი – სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივოი-როგის მიმართულებებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის წარუმატებელი მცდელობები (10 ივლისიდან 10 აგვისტომდე).

მსგავსი თემები