„რუსეთის შეტევა ფერხდება რუსეთის ცუდი სამხედრო შესრულებისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო”- ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ეხმიანება და მას  დეზინფორმაციას უწოდებს.

„რუსეთის შეტევა ფერხდება რუსეთის ცუდი სამხედრო შესრულებისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო. დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე ექვსი გენერალი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ სწრაფი წინსვლა არ ჰქონდათ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ტემპს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირებით მიზნით.

მსგავსი თემები