,,ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას”- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პასუხი ლუკაშენკოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მილოცვას პასუხობს. სამინისტრო პუტინის მოკავშირეს ”იგივე მშვიდობიან ცას” უსურვებს.

,,გუშინ, ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს, დიქტატორმა ლუკაშენკომ უკრაინას მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა… “საჩუქრად” ბელარუსიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები. ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას… და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პუტინის მეგობარი ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – (mcm.ge)

მსგავსი თემები