უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნიდან 53 ბავშვო დაიბრუნა

უკრაინამ ქვეყნიდან გაყვანილი 53 უკრაინელი ბავშვი უკან დააბრუნა. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ადასტურებს.

ვერეშჩუკის ინფორმაციით, გატაცებულ ბავშვებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ, რომელიც საერთაშორისო სასამართლოშიც წავა.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღებთ ინფორმაციას, აღვრიცხავთ და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელ ბავშვს აღმოვაჩენთ, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაბრუნებლად”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

მსგავსი თემები