გაეროს ექსპერტს მიხეილ სააკაშვილთან 29 აგვისტოს ელოდებიან

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროსგან გაეროს ექსპერტის ლიცენზიის აღიარებას და მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს. როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ექსპერტი თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა, ჯანდაცვის უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.  ჯანდაცვის სამინისტროს 5 ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე 5 აგვისტოს და ასევე, 10 აგვისტოს მივმართეთ. სამწუხაროდ, დღემდე მათგან დამატებითი მოთხოვნების თაობაზე არაადეკვატურ წერილებს ვიღებთ. ცენტრმა „ემპათიამ“ გაეროს ექსპერტთან ასევე, სხვა ექსპერტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდა და ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან ადეკვატური კომუნიკაცია ვერ მოვახერხე. რაც შეეხება გაეროს ექსპერტს, რომ 29-ში ის აქ იქნება და ჩვენ კლინიკა „ვივა მედში“ ვიზიტს განვახორციელებთ. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობისას ხელს ნუ გვიშლის და კეთილი ინებოს და სასამართლო ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ხვალვე გასცეს,“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები