„დაკრიფეთ და წაიღეთ რამდენიც გინდათ “ – ატამი უფასოდ

მოქალაქე გიორგი მეტრეველი მსურველებს საკუთარი ბაღის ვაშლ-ატამას უფასოდ სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ, იმდენი ხილი დაკრიფონ, რამდენიც შეუძლიათ.

„მოკლედ ვაშლატამას ვერ ვყიდი ვერსად, არის სუფთა, არც დასეტყვილია, არც ფარიანა არ აქვს და არც კალიის ნაჭამია. უბრალოდ წვრილია და მაგიტომ არ იყიდება. ხოდა ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ, უფასოდაა. ეხლა არ მითხრათ თუ პატივისცემა გინდა ბარემ შენ მოგვიტანეო. ვინც მიცნობთ იცით ადგილი სადაც მაქვს, ვინც არ იცით მოდით და გამოგყვებით და მოკრიფედ რამდენიც გინდათ. 3 რიადია, 60 ძირი და ახლა დაახლოებით ტონა-ნახევარი ასხია.

2 ან 3 დღეში თუ არ წაიღებთ ხეზე დალპობა უწერია ამ ატამს (გურჯაანის რაიონი, სოფ: ვაზისუბანი) 592-61-51-22 ეს ჩემი ნომერია. ვიცი რომ ბევრს ენატრება ატამი და არ აქვს, მე ვერ მოგიტანთ, ვისაც სურვილი გაქვთ მოდით და წაიღეთ უფასოდ“ , – აცხადებს გიორგი მეტრეველი და ყველას ეპატიჟება.

 

მსგავსი თემები