,,საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული ჩვენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნეპროპეტროვსკის ოლქში, “ჩაპლინოს” რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

,,შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინის მატარებლის სადგურზე რუსეთის დარყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული ჩვენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.

ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო დგას უკრაინელი ერის გვერდით”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები