,,ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი დროებითი ხელშეკრულება, სამომავლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების წინაპირობა გახდება.

„ეს იქნება ნაცრისფერი ზონა, რომელიც მუდმივად გაიზრდება და დააწვება ევროპას. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად განახორციელოს უფრო მეტი ინვესტიცია აქ, რომ როგორმე დაგვეხმაროს სიცოცხლისუნარიანობაში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის ხელსაყრელი ევროპისთვის“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

მსგავსი თემები