უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, “ჩაპლინოს” რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია – 11 წლის მოზარდი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა, 6 წლის ბავშვი კი რკინიგზის სადგურთან ავტომანქანის დაწვის დროს. შემთხვევის შედეგად  31 ადამიანი დაშავდა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის ცნობით, ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

მსგავსი თემები