რუსი ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე 45 850 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 45 850 ჯარისკაცი დაკარგეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 45 850; ტანკი – 1 929; ჯავშანტექნიკა – 4 245; საარტილერიო სისტემა – 1 037; სარაკეტო სისტემა – 272; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 202; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 828; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 160; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 99.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდს.

მსგავსი თემები