„ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას“ – ბორის ჯონსონი

„სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას“ – ეს განცხადება ბორის ჯონსონმა კიევში გააკეთა. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, რუსეთი უკვე ბარბაცობს.

„აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის თავდადების წყალობით, რუსეთის შეტევა დონბასში წარუმატებლობას განიცდის. სწორედ ახლა ვხედავთ იმ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, უნდა დაარტყათ რუსებს, როდესაც მათ უკვე დაიწყეს ბარბაცი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება.

„ ახლა არ არის რაღაც წვრილმანი შერიგების გეგმით გამოსვლის დრო. არ შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც თქვენზე ქუჩაში თავდასხმა სურს, ვისაც თქვენს საფულესთან ერთად თქვენი სიცოცხლის წართმევა სურს. ყველაზე მთავარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნებაა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ბრიტანეთი უკრაინას 54 მილიონიან დახმარებას გაუწევს

მსგავსი თემები