,,ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ექვსთვიანმა  თავდასხებმა  უკრაინელების სიამაყე საკუთარი თავის, მათი ქვეყნის და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა.

„ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლობის დღე მწარეა მრავალი უკრაინელისთვის, რადგან ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მილიონობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა და მრავალი სხვა გახდა რუსული სისასტიკისა და თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ექვსთვიანმა შეუბრალებელმა თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინელების სიამაყე საკუთარი თავის, მათი ქვეყნის და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის მიმართ. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები