,,არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში აშშ-ის ელჩთან, თუმცა ასეთი განცხადებები დასანანია”- ირაკლი კობახიძე

,,არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ამ მნიშვნელოვან ფაქტს  ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება.

„ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED-ი, მანამდე არ აღიარებდა იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი. ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი სახით და ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვარის გადალახვაზე, იმ ზღავრისა, რომელიც იყო დასაშვები ფარგლები PVT-ის ცდომილების კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება, უწოდო სანდო. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ასეთი განცხადებები არის დასანანი, როცა ხდება PVT-ის გაყალბება, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების კეთება არის ყოვლად დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა კობახიძემ.

,,აშშ-ს  სრული ნდობა აქვს ISFED-ის, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ”- კელი დეგნანი

მსგავსი თემები