,,სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით”- გია ცაგარეიშვილი

,,ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით,”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს “ცხელი შემოდგომა” მრავალჯერ აქვს გადატანილი.

„გარეთ ისედაც ცხელი შემოდგომა დგას, ტყეს ცეცხლი უკიდია. რაც შეეხება ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით. თუ ეს შეუძლიათ, თუ არადა, 40-გრადუსიან სიცხეში გამობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე და რაც უნდათ, გააპროტესტონ, ესეც მათი უფლებაა. ამგვარი „ცხელი შემოდგომა“ და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი. არ მინდა, ჩემს ქვეყანას ეს ვუსურვო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები