,,რუსეთმა აფხაზეთის ეკონომიკა სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

,,რუსეთმა წლების განმავლობაში, აფხაზეთის ეკონომიკა მიზანმიმართულად სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა,” ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ   მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთმა აფხაზეთის ეკონომიკა ისეთ კოლაფსამდე მიიყვანა, რომ აფხაზებს დამოუკიდებლად, რუსეთის ეკონომიკური დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.

,,2022 წლის 19 იანვარს დადებული ხელშეკრულების გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დოკუმენტს სჭირდება რატიფიკაცია და საზოგადოება ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ასლან ბჟანიამ მოიარა მთელი აფხაზეთი, შეხვდა ყველას და ამტკიცებდა, თუ რამდენად აუცილებელია ამ დოკუმენტის რატიფიკაცია. 17 აგვისტოს, ბჟანიას შეხვედრა ჰქონდა საზოგადოებრივ საბჭოსთან, სადაც საკმაოდ საინტერესო რამ თქვა. მისი თქმით, მან რუსეთის ელჩისგან მიიღო წერილი, სადაც 19 იანვრის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისთვის ყოველწლიური დახმარების აღმოჩენაზე. ბჟანიას ამ აღიარებას ბევრი კომენტარი არ სჭირდება. რუსეთმა წლების განმავლობაში აფხაზეთის ეკონომიკა მიზანმიმართულად მიიყვანა სრულ დეგრადაციამდე, სრულ კოლაფსამდე. იმ დონემდე, რომ აფხაზებს დამოუკიდებლად, რუსეთის ეკონომიკური დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ,”- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ   მედიაცენტრ მთავარში“.

რუსეთმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა – ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები