,,ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!

ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი-თავისუფლება.

მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები