,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო,”- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ   მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ანექსია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი აღიარა დამოუკიდებლად, 2 დღეში, 26 აგვისტოს აფხაზები აღნიშნავენ მათთვის ,,ვითომ” დღესასწაულს ,,დამოუკიდებლობის” დღეს. სწორედ ეს აღიარება, აფხაზეთის საქართველსგან ჩამოშორება იყო წინაპირობა, რომ რუსეთს უფრო აქტიურად განეხორციელებინა აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკა. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს,”- განაცადა ჯემალ გამახარიამ  მედიაცენტრ მთავარში“.

რუსეთმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა – ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები