,,ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო”- აშშ-ის საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შტატებისთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია და დემოკრატიის სიმბოლოა.

„ჩვენ, ხალხი“ – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები