,,მხარს ვუჭერთ უკრაინას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! უკრაინის დამოუკიდებლობა გამოიწრთო და დაცული იქნა უკრაინისა და მისი ხალხის სიმამაცითა და გმირობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვადასტურებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე. დიდება უკრაინას“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.

მსგავსი თემები