,,უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას, გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი, უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა, სამაგალითოა.

„მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას, გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი, უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“, – წერს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები