სკოლის მოსწავლე ატესტატს აიღებს თუ ყველა საგანში 5 ან მეტი ქულა ექნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე სკოლის ატესტატს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა ექნება.

როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ, ხოლო მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

“სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით” – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

მსგავსი თემები