ქუთაისში ხანძრის შედეგად  5000 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად,  5 ათასი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.

ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე იყო.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი  მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები