„ეს ფაშისტი საკუთარ ბუნაგში უნდა მოვსპოთ“ – რუსი პოლიტიკოსი ზელენსკიზე

პუტინის იდეოლოგის და გარემოცვის ერთ-ერთი უახლოესი წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალზე პოლიტიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ. რთული იყ გარჩევა დაკრძალვა და სამძიმარი იყო თუ შურისძიებით სავსე  პოლიტიკური ტრიბუნა.

ერთ-ერთი „გამომსვლელი“ და „სამძიმრის გამომხატველი“რუსი პოლიტიკოსი, სერგეი მირონოვი იყო, რომელმაც მკვლელობაში პირდაპირ პრეზიდენტი ზელენსკი დაადანაშაულა.

„როგორც მკვლელობის შემსრულებლები, ისე დამკვეთები არიან კიევში. ეს მკვლელობა თავად ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი ტერაქტია. მას წინ სამხედრო ტრიბუნალი ელის. ეს ფაშისტი საკუთარ ბუნაგში უნდა მოვსპოთ. მისი ბუნაგი კი კიევშია. უკრაინის სრული განადგურება ზელენსკის განადგურების გარეშე შეუძლებელია,“   – აღნიშნა მირონოვმა დაკრძალვის ცერემონიალზე.

უფრო მეტიც, ყველა გამომსვლელს გულზე Z ნიშანი ჰქონდა გამოსახული.

მსგავსი თემები