,,უკრაინას დავეხმარებით საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინას დავეხმარებით საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე”-  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდიოვანმა, იენს სტოლტენბერგმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნატო უკრაინის გვერდით დგას დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ. ეს დაეხმარა უკრაინას გაეხადა შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერი, უკეთ გაწვრთნილი, ვიდრე იყვენენ 2014 ში. თებერვლიდან მოყოლებული ნატო-ს მოკავშირეებმა აღმოუჩინეს უპრეცენდენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. ნატო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი, რომელსაც მეთაურობს აშშ. მე პირადად ჩავრთე ლიდერები და მოვუწოდე, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და უფრო სწრაფად. ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით დახმარების პაკეტის გაზრდაზე. ჩვენ ასევე გავზარდეთ ჩვენი ყოფნა აღმოსავლეთ ფლანგზე, რადგან ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებისთვის, არ დარჩეს ოთახი მოსკოვის არასწორი გათვლებისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ უკრაინასთან გრძელვადიანი პარტნიორობის. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე, გავაგრძელებთ მხარდაჭერას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში და დავეხმარებით ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი. ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ შეძლებდა დემოკრატიული ერების გაყოფას, რაშიც შეცდა.

„რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსირება და გადააქცია ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ადგილად და გამოიყენა ის ექვსი თვის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პლატფორმად. პრეზიდენტი პუტინი თვლიდა, რომ ის გატეხდა უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს. ის ფიქრობდა, რომ შეძლებდა ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფას. ფიქრობდა, რომ გვიკარნახებდა, რა გაგვეკეთებინა. პრეზიდენტ პუტინი შეცდა. დღეს უკრაინის ბევრი მეგობრის აქ ყოფნა ამის დასტურია. უკრაინა უკვე ექვსი თვეა, იტანჯება საშინელი ომისგან, თუმცა უკრაინამ აჩვენა შეუდარებელი უნარი წინ აღდგომოდა სასტიკ აგრესიას, მიეყენებინა საპასუხო დარტყმა, უკან დაებრუნებინა ტერიტორიები და მიეყენებინა დიდი ზიანი რუსეთისთვის. ნატო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვისა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას. პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო ეს უსამართლო ომი და მან უნდა დაასრულოს ის, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები