,,გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას”- ოლაფ შოლცი

,,გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას,”- ამის  შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას.

„ეს სამიტი აჩვენებს, რომ დღეს უკრაინის პარტნიორები არიან უფრო ერთიანნი, ვიდრე ოდესმე. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და იქნება იქამდე, ვიდრე ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო სისტემებს, ტონობით საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და ჯავშანტექნიკას. ჩვენი ჰოსპიტლები განაგრძობენ დაჭრილი უკრაინელების მკურნალობას, ჩვენი საზღვრები, სკოლები და შრომის ბაზარი რჩება ღია მათთვის, ვინც გამოექცა რუსეთის ტერორს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, ძალით მოახდინოს უკრაინის ტერიტორიების ინტეგრირება“, – განაცხადა შოლცმა

მსგავსი თემები