„ყველაფერი დაიწყო ყირიმში და დასრულდება ყირიმში”- ვოლოდიმირ ზელენკსი

„ყველაფერი დაიწყო ყირიმში და დასრულდება ყირიმში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკსიმ „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმ აუცილებლად დაიბრუნებს უკრაინა.

„რუსულ შეიარაღებასთან ერთად ნახევარკუნძული სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეების წინაშე დადგა, რადგან მოხდა ბუნების უპრეცედენტო განადგურება, ასევე განადგურდა მოქალაქეთა სოციალური ცხოვრება, ეკონომიკა დაეცა, ძეგლების დემონტაჟი მოხდა და როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც დისლოცირებულია ოკუპირებულ ყირიმში, დაბლოკა ჩვენი პორტები, ამან გამოიწვია გლობალური კრიზისი. რუსეთმა ასევე დაარღვია ადამიანების უფლებები, ყირიმელების უფლებები, რომლებიც არიან უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, უკრაინა არის საკმარისად ძლიერი, რომ დაინახოს უკრაინული ყირიმის პერსპექტივა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები