„რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ”- ანჯეი დუდა

,,ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს, ისევე როგორც ნიცა ეკუთვნის საფრანგეთს, კიოლნი კი გერმანიას”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ვალდებული სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით.

„რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, იმ დროს როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა „Nord Stream 2”-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი, ლიკვიდაცია იქნება. მარიუპოლის, ბუჩას, კიევის, ხარკოვის შემდეგ, რუსეთი ვალდებულია, არამხოლოდ თებერვლის წინა პოზიციებს დაუბრუნდეს, არამედ სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით,“ – აღნიშნა დუდამ.

მსგავსი თემები