აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებს გეგმავს.
მათივე ცნობით, რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა და გამოიყენონ სახმელეთო ტრანსპორტი, თუ უსაფრთხო იქნება.