„ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო, გთხოვთ, გაიმარჯვეთ“-  ალექსანდრ დუგინი

რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი  ქალიშვილის აფეთქებასთან დაკაშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ ეს უკრაინის „ნაცისტური რეჟიმის“ ჩადენლია.

„უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად, “ტრადიციის” ფესტივალიდან დაბრუნებისას, ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა ჩემ თვალწინ, აფეთქებით სასტიკად მოკლეს. ის იყო მშვენიერი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ.

ის გზის დასაწყისში მყოფი ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს ის. ჩვენ, ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს. მათ ჩვენი ნების ჩახშობა ჩვენგან საუკეთესო და ყველაზე დაუცველთა მიმართ განხორციელებული სისხლიანი ტერორით ჩახშობა სურდათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე უბრალო შურისძიებაა. ეს ძალიან მდაბიო და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო, ამიტომ გთხოვთ, გაიმარჯვეთ“- წერს პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.

 

მსგავსი თემები