„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე” – პუტინი

მოსკოვის ოლქთან დარია დუგინას მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, ეს არის საზიზღრობა, რომელმაც შეაჩერა დუგინას სიცოცხლე.

„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე.  ნიჭიერი ადამიანის, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა – კეთილი, მოსიყვარულე და ღია. ჟურნალისტი, სწავლული, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. იგი პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი“, –  აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა მოსკოვის ოლქთან საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

 

მსგავსი თემები