ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს

ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობას ტერორისტულ აქტად აფასებს და მის მოწყობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს.

„რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის. მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ სისხლიანი ტერორით სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი თავისას ვერ მიაღწევენ. ჩვენ არა მარტო შურისძიება გვინდა, ეს ძალიან ცოტაა, ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა, ამ გამარჯვებას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ. ჩვენ გვინდოდა, ის აღგვეზარდა ჭკვიან და გმირ ადამიანად. დაე, ახლა იყოს ის შთაგონება ჩვენი გმირობისთვის“, – განაცხადა დუგინმა.

შეგახსნებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ ავტმობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

მსგავსი თემები