,,საჯაროდ მივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არ მიწვევას ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები, ერთხელ აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს

,,მსგავსი ქმედებები, რასაც ახორციელებს რაშისტული ოცნება, საქართველის კიდევ ერთხელ აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს (პროგრესსა და განვითარებას). სამაგიეროდ, უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთსა და უპერსპექტივობას. ყველა ეს ნაბიჯი, რასაც დღეს კოლაბორანტი ოცნება დგამს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ეწინააღდეგება ქართველი ხალხის ურმავლესობის ნებას.

ISFED და TI არიან დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. თითქმის ერთი წლის წინ მე არ ორგანიზაციებს გადავეცი ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ. ბუნებრივია, თანდართული მტკიცებულებებითა და ფაქტებით. რამოდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მათ დაადასტურეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადაამოწმეს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოაქვეყნეს ანგარიშის სახით. ფაქტობრივად, ეს დოკუმენტები ადასტურებენ, რომ რაშისტულ ოცნებას, არჩევნების მოპარვის გზით აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ანუ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, რასაც წესით, არჩევნებზე ანიჭებს ხალხი ხმის მიცემით.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს რაშისტულ ოცნებასთან ერთად რაიმე სამუშაო პროცესში ჩართვას, ეს დროის ფუჭი კარგვაა. ეს მხოლოდ მათ აწყობთ, რათა გაიხანგრძლივონ მოპარული ძალაუფლებით სარგებლობა. ახლა, პირადული წყენები ყველამ უნდა დაივიწყოს, ახლა მთავარია მაქსიმალური კონსოლიდაცია ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რადგან ხალხს სწრაფად დაუბრუნონ კოლაბორანტების მიერ მიტაცებული ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები. მე პირადად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ მივეხმარო ამ პროცესს ინფორმაციულად და საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი ოცნებას. პარალელურად, საჯაროდ მივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, როგორც ოპოზიციაში ისე სამოქალაქო საზოგადოების წიაღში”,- წერს სოსო გოგაშვილი.

მსგავსი თემები