,,მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში”- თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის საკრებულოს მიერ  ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას, სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეხმაურება. მისი თქმით, მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში.

,,ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს, პირველად ისტორიის მანძილზე აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტია. განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცეს. გეგმის დამტკიცების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გენერალურ გეგმას თან ერთვოდა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, გეგმიდან ამოღებულია ბულვარში მშენებარე „ამბასადორის“ მრავალსართულიან კორპუსთან დაკავშირებით შეფასება, რომ იგი შეუსაბამოა ბულვარის არქიტექტურულ კონცეფციასთან.

მსგავსი თემები