,,დასავლეთ საქართველოს ფაროსანა უტევს, აღმოსავლეთს – კალია”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსნის და აღმოსავლეთ საქართველოში კალიის მასობრივი გავრცელება, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარეობს. მისი განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორებზე არსებული ბიოტიპები სრულ შესაბამისობაშია მავნებლებთან.

,,აზიური ფაროსანას წარმოშობის ქვეყნებია – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სადაც არის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში არის ასეთი პირობები, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც შეუძლია ამ მავნებელს გავრცელდეს. რაც შეეხება კალიებს, აღნიშნული მავნებელი გვხვდება ისეთ ადგილებზე, როგორი კლიმატიც არის აღმოსავლეთ საქართველოში. ეს ბიოტიპები შესაბამისობაშია მავნებლებთან,”-  განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

როგორც ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ შეცვლილა.

,,სააგენტო 2017 წლიდან ატარებს ღონისძიებებს, რის შედეგადაც მკვეთრად არის შემცირებული მავნებლის რიცხოვნობა. ასევე შემცირებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ შეცვლილა და გვხვდება დასავლეთ საქართველოში, თუმცა ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ მონიტორინგს,”-  აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, სააგენტო წლებია ახორციელებს კალიისებრი მავნებლის საწინააღდეგო ღონისძიებებს.

,,სააგენტო წლებია ახორციელებს კალიისებრი მავნებლის საწინააღდეგო ღონისძიებებს. ბოლო წლებში, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მავნებლის გავრცელების არეალი გაფართოვდა და ამჟამად აღნიშნული მავნებელი გვხვდება კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში. საუბარია ორ სახეობაზე, ეს არის იტალიური და მაროკოული კალია. სააგენტო სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს ამ ორი სახეობის საწინააღმედეგო ღონისძიებებს,”-  განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

დასავლეთ საქართველოს ფაროსანა შეესია, აღმოსვლეთს – კალია – ნიკა მესხი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები