,,კალიას შეუძლია მოსავლის 80-100% გაანადგუროს”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, კალიები მრავალი სახეობის მცენარით იკვებებიან და შესაბამისად, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არამედ მთლიანად მწვანე საფარს.

მისივე თქმით, საქართველოში გავრცელებული კალიები, საკმაოდ დიდი მავნებლობით გამოირჩევიან.

,,კალიები მრავალი სახეობის მცენარით იკვებებიან მთლიანად მწვანე მასას უქმნიან საფრთხეს, არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არამედ საძოვრებს, ყველაფერს, რაც მწვანეა ეს მავნებლები საფრთხეს უქმნიან. ის ორი სახეობა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, საკმაოდ დიდი მავნებლობით გამოირჩევიან და ამისთვის სააგენტო ატარებს შესაბამის სალიკვიდაციო ღონისძიებებს,”- განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

როგორ ნიკოლოზ მესხი აღნიშნავს, კალიები ვაზს საფრთხე არ უქმნიან.

,,მავნებლები ისეთ ადგილებზე გვხვდება, სადაც საძოვრები, ნახევრად უდაბნო და მსგავსი ტერიტორიებია. იქ ვაზი ნაკლებად არის გაშენებული, შესაბამისად ვაზს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ისეთ კულტურებს, როგორიცააა საზამთრო, ზეთისხილი, ნუში საფრთხე ემუქრებათ. ზიანის თავიდან ასაცილებლად საგენტო ატარებს შესაბამის ღონისძიებებს,”- აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ნიკოლოზ მესხის განმარტებით, მავნებლებს შეუძლიათ მოსავლის 80-100% გაანადგურონ.

,,კალიას შეუძლია მოსავლის 80-100% გაანადგუროს. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი, მონიტორინგის ჯგუფები, კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ ფერმერებთან, თვითმმართველობებთან და თუ რაიმე კერები შეინიშნება, ვახდენთ მყისიერ რეაგირებას და ვამუშავებთ ამ კერებს. პრევენციული ღონისძიებებია, რომ არ მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება,”- განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

დასავლეთ საქართველოს ფაროსანა შეესია, აღმოსვლეთს – კალია – ნიკა მესხი “მედიაცენტრ მთავარში” – (mcm.ge)

მსგავსი თემები