დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„ერთობლივ სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის შეჭრის ფონზე“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში.

ლიდერები მიესალმნენ ბოლო პერიოდში გამართულ დისკუსიებს, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ვიზიტს უკავშირდება.

 

 

მსგავსი თემები