„გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვაზე და არ რეაგირებს შუამავლობის ინიციატივებზე.

მისივე თქმით, გერმანიის  მთავრობა უკრაინის კეთილსინდისიერად დახმარებას ცდილობს.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, ყველაფრით, რაც მას გააჩნია, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები