რუსული მხარე ეჭვობს, რომ დარია დუგინას აფეთქებაში შესაძლოა, უკრაინული კვალი იყოს

​ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგის, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირის,  ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქებაში რუსეთი უკრაინულ კვალს არ გამორიცხავს და გამოძიებას აგრძელებს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, თუ ეს დადასტურდა, საქმე ტერორიზმთან ექნებათ.

„უკრაინული კვალი თუ დადასტურდა  და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“, – აცხადებს ზახაროვა.

შეგახსენებთ რომ აფეთქების შედეგად, დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ააფეთქეს

მსგავსი თემები