„ჩვენი ქვეყნის იზოლაცია შეუძლებელია“ – რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ქვეყნის იზოლაციის მცდელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია. როგორც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განმარტავს, ყველანაირი მცდელობა კრახით დასრულდება.

„რუსეთის იზოლაციის შესახებ გაუთავებელი ხმამაღალი განცხადებები იმას მოწმობს, რომ ეს სიმართლისგან საკმაოდ შორსაა. მისი მიღწევა  რთულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი. ეს არის მსხვილი ბირთვული სახელმწიფო თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, თავდაცვითი კომპლექსებით“, – აცხადებს სერგეი შოიგუ.

მინისტრი ტრაბახობს კიდეც, რომ რუსეთის მეგობრები ისევ მეგობრებად დარჩნენ.

„მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“, – განაცხადა შოიგუმ.

 

მსგავსი თემები