პარლამენტი თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას ახალისებს

პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის წახალისებას ნიშნავს.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს,სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი წაახალისა.

„ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი. მეორე მხრივ, მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის, მიუკერძოებლობის მიმართაც საერთოდ ვერავინ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი. ოპოზიცია პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა და ამ კანდიდატის ჩაგდებას ცდილობდა და მისი არ წარმოდგენით, პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, ეს კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია გახლავთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ის კანდიდატად წარმოდგენილი არ იქნა”, – განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

 

მსგავსი თემები