28 წლის დაჭრილი პატიმრის ოჯახის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება, მდგომარეობა კრიტიკულია

დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან. ისინი ვიდეომასალას ეცნობიან, სადაც ასახულია, რეალურად, რა მოხდა ფსიქიკური მედიცინის ცენტრში.

გურამ სვანიძე თავშია დაჭრილი, მას იარაღი აქვს ნასროლი. სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა კრიტიკულია.

ოფიციალური ვერსიით, როცა საბადრაგო სამსახურს პატიმარი დაწესებულებაში გადაჰყავდა, მან იარაღის წართმევა სცადა და ისროლა. აღნიშნულ ვერსიას ოჯახი არ იზიარებს და აცხადებს, რომ დასუსტებული პატიმარი იარაღის წართმევას ვერც შეძლებდა.

„აბსოლუტური სიცრუე, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იარაღიანი ადამიანი ჩემი შვილის ოთახში და მით უმეტეს, ცვლა იყო თუ არა, ექიმის გარეშე არაფერი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველაფერი არის სიცრუე,” – ამბობს მსჯავრდებულის დედა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მამაკაცი წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე დღის უკან დააკავეს. მან მანქანაში საწვავი ჩაასხა, თუმცა, ფული არ გადაიხადა. საპატიმრო დაწესებულებაში მისი მდგომარეობა იმდენად რთული იყო, ფსიქიკური მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინტერესებს ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილი იცავს.

პატიმრის მხრიდან იარაღის თავში სროლაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

 

მსგავსი თემები